კონსტიტუციის 42-ე მუხლი - ქალთა, მათ შორის ეთნიკურ უმცირესობათა ჯგუფს მიკუთვნებულ ქალთა გაძლიერება და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა
ხანგრძლივობა: 02.01.2016 - 03.31.2017
თანხის ოდენობა: $76,160
პროექტის აღწერა: კონსტიტუციის 42-ე მუხლი მუშაობდა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ქალთა მიმართ დისკრიმინაციის და ოჯახში ძალადობის თემებზე, ასევე განხორციელდა ცნობიერების ამაღლების აქტივობები გენდერული თანასწორობისა და დისკრიმინაციის საკითხებზე სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში. თორმეტთვიანი პროექტი ითვალისწინებდა იურიდიულ დახმარებას და ცნობიერების ამაღლების კამპანიების ჩატარებას წალკაში, თეთრიწყაროში, ახალციხეში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ქალებისათვის.