ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) - მრავალფეროვნების სახეები: ტოლერანტობისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის ხელშეწყობა საქართველოში
ხანგრძლივობა: 02.15.2021 – 07.31.2021
თანხის ოდენობა: $23,516.50
პროექტის აღწერა: პროექტი მიზნად ისახავს ტოლერანტობისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის ხელშეწყობას ქართულ საზოგადოებაში. პროექტი ხელს შეუწყობს ცნობიერების ამაღლებას რელიგიისა და რწმენის თავისუფლების და უმცირესობათა უფლებების შესახებ, აგრეთვე კულტურულ მრავალფეროვნებასა და დისკრიმინაციასთან ბრძოლას სხვადასხვა ინსტრუმენტებისა და ტექნიკის გამოყენებით. ამ მიზნით, TDI გამოიყენებს სოციალურ მედია პლატფორმას „მრავალფეროვნების სახეები“, რომელიც USAID/PROLoG-ის ხელშეწყობით 2017 წლიდან შეიქმნა. TDI მოამზადებს გრაფიკულ ვიდეოებს, ბლოგებს და ნარატიული ტიპის ილუსტრაციებს სოციალურ მედიაში განსათავსებლად, ხოლო ქუჩის მხატვრობის/ხელოვნების პროექტი განხორციელდება აჭარაში, საქართველოს ერთ-ერთ მრავალფეროვან რეგიონში, ადგილობრივი თემის ჩართულობის მიზნით. პროექტი მოიცავს თბილისსა და ბათუმს, თუმცა შექმნილი პროდუქტების/მასალების გავრცელება მთელი ქვეყნის მასშტაბით მოხდება.