უფლებები საქართველო - დამოუკიდებელი ინსპექტორისა და იუსტიცის უმაღლესი საბჭოს აქტივობების მონიტორინგი
ხანგრძლივობა: 04.25.2020 - 05.24.2021
თანხის ოდენობა: $32,675.9
პროექტის აღწერა: პროექტი მიზნად ისახავს დისციპლინური ორგანოების - დამოუკიდებელი ინსპექტორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და სადისციპლინო პალატის - საქმიანობაზე დაკვირვებას. მონიტორინგის მიზანია მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის სამართლიანი და ეფექტური სისტემის შექმნა. პროექტი შეაფასებს 2012 წლის შემდეგ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების გავლენას, მონაცემებისა და დისციპლინური ორგანოების გადაწყვეტილებების ანალიზის, ინტერვიუებისა და საქართველოს სასამართლოებსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სტრატეგიული სამართალწარმოების გზით. კვლევის შედეგები აისახება ანგარიშში, სადაც ასევე შევა პარლამენტისა და სასამართლოსთვის განკუთვნილი რეკომენდაციები.