ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) - მარგინალიზებული ჯგუფების უფლებების დაცვის ხელშეწყობა სტრატეგიული სამართალწარმოების გზით
ხანგრძლივობა: 04.01.2020 – 06.30.2021
თანხის ოდენობა: $38,163.82
პროექტის აღწერა: პროექტის მიზანია უზრუნველყოს რელიგიური და ეთნიკური უმცირესობებისთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდა ისეთ პრობლემებთან დაკავშირებით, როგორიც არის არადომინანტი რელიგიური ჯგუფებისთვის რელიგიის თავისუფლების შეზღუდვა, რელიგიური და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია სახელმწიფო და კერძო პირებთან მიმართებით, უთანასწორო მოპყრობა საკუთრების უფლებისა და მშენებლობის პროცესში, რელიგიის ნიადაგზე სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები და გულგრილობის/არაეფექტური რეაგირების ფაქტები პოლიციის მხრიდან. პროექტი ხელს შეუწყობს რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობათა უფლებების დაცვის გაძლიერებას სტრატეგიული სამართალწარმოების გზით შესაბამის ეროვნულ და საერთაშორისო სასამართლოებში; და მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები რელიგიური უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას საველე ვიზიტებისა და მობილური კლინიკების საშუალებით. პროექტი მოიცავს თბილისს, ქვემო ქართლის, კახეთის (პანკისის ხეობა) და აჭარის რეგიონებს.