ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) - საგამოძიებო სისტემის რეფორმის ადვოკატირების პროექტი
ხანგრძლივობა: 15 თებერვალი, 2021 – 31 ივლისი, 2021
თანხის ოდენობა: თანხის ოდენობა: USD 18,766
პროექტის აღწერა: პროექტი ხელს შეუწყობს საგამოძიებო სისტემის რეფორმას ადვოკატირებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზით. ადვოკატირება მიზნად ისახავს საგამოძიებო ორგანოების დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის უზრუნველყოფას რეფორმის მხარდამჭერების (სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, სახალხო დამცველის აპარატის და აკადემიური წრეების წარმომადგენლები) მობილიზებითა და შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს), პროკურატურასა და პარლამენტთან თანამშრომლობის გზით. ადვოკატირება დაეფუძნება EMC-ის კვლევას და რეკომენდაციებს, რომლებიც მიზნად ისახავს საპროკურორო და საგამოძიებო ფუნქციების გამიჯვნას. EMC ორგანიზებას გაუწევს შეხვედრებს სამოქალაქო ორგანიზაციებთან და პარლამენტის წევრებთან და ითანამშრომლებს შსს-სთან.
EMC შეიმუშავებს წერილობით მოსაზრებებს შსს-ს მიერ მომზადებული კანონპროექტების შესახებ, ან მათი არარსებობის შემთხვევაში -- საკანონმდებლო წინადადებას და წარუდგენს მას პარლამენტს. რეფორმის საჭიროების დასაბუთება მოხდება ანალიტიკურ სტატიებისა და ვიდეოს საშუალებით. EMC ასევე მოამზადებს ორენოვან ბროშურას დეპუტატების, დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის. პროექტი ხელს შეუწყობს გამოძიების ეფექტურობის გაუმჯობესებას და სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა უფლებების დაცვას.