დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი - საქართველოს მართლმსაჯულების რეფორმისა და რეკომენდაციების შედარებითი კვლევა
ხანგრძლივობა: 25 ნოემბერი, 2020 – 15 აგვისტო, 2021
თანხის ოდენობა: თანხის ოდენობა: $24,843
პროექტის აღწერა: პროექტის მიზანია სასამართლო რეფორმის რეკომენდაციების შემუშავება საქართველოს მსგავსი პრობლემების მქონე ქვეყნების სასამართლო სისტემების შესწავლის გზით. ექსპერტების ჯგუფი, მკვლევარების, ყოფილი მოსამართლეებისა და პრაქტიკოსების შემადგენლობით, შეისწავლის სასამართლოს ადმინისტრირების მოდელებსა და სასამართლოს რეფორმისთვის საჭირო ინიციატივებს იმ ქვეყნებში, რომლებიც ებრძვიან ისეთ პრობლემებს, როგორიცაა სასამართლო კორპორატივიზმი, არაფორმალური გავლენები და მმართველობის სტრუქტურები, კორუფცია და ხარვეზიანი დისციპლინური სისტემა. პროექტის ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტის დახმარებით მომზადდება ხუთი ანალიტიკური დოკუმენტი, რომელიც შეეხება იუსტიციის საბჭოების მოვალეობებსა და შემადგენლობას, მოსამართლეთა პრობაციის ფორმებს, თავმჯდომარეებისა და მოსამართლეების დანიშვნის/ხელახალი დანიშვნის საკითხებს, სასამართლო თვითმმართველობის ორგანოებს და დისციპლინურ სისტემას.
სამაგიდო კვლევის გარდა ექსპერტთა გუნდი გამართავს დისკუსიებს, რომლებშიც მონაწილეობას პროფესიონალების გაფართოებული ჯგუფი მიიღებს, მათ შორის იქნებიან არასამთავრობო ორგანიზაციების და აკადემიის წარმომადგენლები, მოსამართლეები და იურისტები. შუალედური დასკვნების განხილვა მოხდება სამუშაო შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ იმ ქვეყნების ექსპერტები, რომელთა გამოცდილების შესწავლა მოხდება კვლევის ფარგლებში. აღნიშნული კვლევის საფუძველზე დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფი შეიმუშავებს რეფორმის წინადადებას, რომელიც დაინტერესებულ მხარეებს გადაეცემა. პროექტი ხელს შეუწყობს არჩევნების შემდგომ პერიოდში საქართველოს სასამართლო სისტემის რეფორმას.