საქართველოს სამართლის ინსტიტუტი (GLI) - პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესება რეგიონალურ უნივერსიტეტებში
ხანგრძლივობა: 06.01.2020 - 01.31.2021
თანხის ოდენობა: $20,225.12
პროექტის აღწერა: პროექტი მიზნად ისახავს სამართლის სტუდენტების პროფესიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას 3 რეგიონალურ უნივერსიტეტში (ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი). აღნიშნული დაეხმარება რეგიონალურ უნივერსიტეტებს სამართლის პრაქტიკული კურსების შემუშავებაში ბაკალავრის და მაგისტრატურის საფეხურზე და ხელს შეუწყობს მათი სტუდენტების სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას. პროექტი ასევე დაეხმარება პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას რეგიონალური უნივერსიტეტების მხარდაჭერის გზით, ადამიანის უფლებების მიმართულებით იმიტირებული სასამართლო პროცესის შეჯიბრის დამკვიდრებასა და ორგანიზებაში.