COVID-19 Response Grants

COVID-19 Response Grants

ადვოკატირების გრანტები

ადვოკატირების გრანტები

Rule of Law and COVID-19

Rule of Law and COVID-19

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

თანასწორობის მოძრაობა - ლგბტქი ადამიანების შრომითი უფლებების ადვოკატირება

ხანგრძლივობა15 თებერვალი, 2021 – 31 ივლისი, 2021

თანხის ოდენობა: USD 15,625

პროექტის აღწერაპროექტი მიზნად ისახავს შრომის ბაზარზე ლგბტქი თემის წარმომადგენლებისა და აივ ინფიცირებულთა დისკრიმინაციის აღმოფხვრას ადვოკატირებისა და საზოგადოების ინფორმირების გზით. 

თანასწორობის მოძრაობა შეისწავლის დასაქმებასთან დაკავშირებულ დისკრიმინაციის საკითხებს ინტერვიუებისა და ფოკუს ჯგუფების საშუალებით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ლგბტქი თემის 50 წარმომადგენელი, ასევე იურისტები, სოციალური მუშაკები და პროფკავშირების წარმომადგენლები. თანასწორობის მოძრაობა ასევე შეისწავლის საერთაშორისო სტანდარტებს და გააანალიზებს საქართველოს კანონმდებლობის ხარვეზებს. კვლევის შედეგად მომზადდება ანგარიში, რომელშიც გამოვლინდება დისკრიმინაციული პრაქტიკა, მათ შორის ის საკითხები, რომლებიც წარმოიშვა COVID-19 პანდემიის დროს.

ანგარიშის საფუძველზე თანასწორობის მოძრაობა შეიმუშავებს პოლიტიკის დოკუმენტს და წარმოადგენს რეკომენდაციებს 2021-2023 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმისთვის. გამართება ორი ონლაინ შეხვედრა ადამიანის უფლებათა საბჭოსთან, ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოსა და ჯანდაცვის სამინისტროსთან.

პროექტი ასევე მოიცავს სოციალური მედიის კამპანიას შრომის ბაზარზე ლგბტქი თემის და აივ ინფიცირებულთა პრობლემების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით. მომზადდება სტატიები, ორი ვიდეო და გამოკითხვის შედეგების ათი გრაფიკული  ვიზუალიზაცია. პროექტი ხელს შეუწყობს დისკრიმინაციისგან თავისუფალი სამუშაო გარემოს შექმნას ლგბტქი თემის წარმომადგენლებისა და აივ ინფიცირებული პირებისთვის.

USAID
Top of Page