პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) - ბავშვთა მართლმსაჯულების უფლების გაძლიერება საქართველოში
ხანგრძლივობა: 04.15.2020 – 03.14.2021
თანხის ოდენობა: $42,977.83
პროექტის აღწერა: პროექტი მიზნად ისახავდა ბავშვთა უფლებების ადვოკატირებას სტრატეგიული სამართალწარმოებისა და ცნობიერების ამაღლების გზით. პროექტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდნენ სახელმწიფო ინსტიტუციურ დაწესებულებებში მცხოვრები ბავშვები, და ბავშვები, რომლებიც განიცდიდნენ ძალადობას და დისკრიმინაციას შეზღუდული უნარების, სქესის, ასაკის, და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით. PHR იურიდიულ დახმარებას უწევდა ბავშვებს და მათ მეურვეებს თბილისის მასშტაბით, თუმცა პროექტის მიზნებიდან გამომდინარე საჭიროების შემთხვევაში რეგიონებსაც მოიცავდა. PHR მართავდა ბავშვთა უფლებების შესახებ მრგვალი მაგიდის შეხვედრებსა და ტრენინგებს და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან თანამშრომლობით მუშაობდა ბავშვთა ინტერესების სათანადო და ეთიკური წარმომადგენლობის საკითხზე.