ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) - მრავალფეროვნების სახეები: ტოლერანტობისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის ხელშეწყობა საქართველოში
ხანგრძლივობა: 02.01.2020 – 11.30.2020
თანხის ოდენობა: $29,326
პროექტის აღწერა: პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას დისკრიმინაციის პრობლემებთან დაკავშირებით, რომელთაც რელიგიური და ეთნიკური უმცირესობები და საქართველოში მცხოვრები უცხოელები აწყდებიან. საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით TDI შექმნის მულტიმედია პროდუქტებს, დოკუმენტურ ვიდეოებს, “doodle” ვიდეოს და ფოტო პორტრეტებს, რომლებიც გადმოგვცემენ ინდივიდუალურ ისტორიებს უმცირესობების წარმომადგენლების ცხოვრებისეული სირთულეებისა და დისკრიმინაციული დამოკიდებულებების შესახებ. ეს პროდუქტები განთავსდება სოციალურ მედია პლატფორმაზე „მრავალფეროვნების სახეები“, რომელიც USAID/PROLoG-ის მიერ დაფინანსებული TDI-ის წინა პროექტის „მრავალფეროვნებისა და რელიგიათაშორისი დიალოგის ხელშეწყობა, უმცირესობებისა და ქალების გაძლიერება“ ფარგლებში შეიქმნა. პლატფორმა ასახავს იმ სისტემურ პრობლემებს, მათ შორის დისკრიმინაციას და იზოლაციას, რომელთაც რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები განიცდიან საქართველოში.