პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) - საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის გაუმჯობესება
ხანგრძლივობა: 03.01.2018 – 07.31.2019
თანხის ოდენობა: $34,585
პროექტის აღწერა: პროექტი მიზნად ისახავდა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბულის კონვენციის) აღსრულების ხელშეწყობას, კონვენციით მოთხოვილი მონაცემების ეფექტურად შეგროვების ადვოკატირების გზით. პროექტის გუნდმა შეისწავლა მონაცემთა შეგროვების არსებული პრაქტიკა სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოების მიერ, მათ შორის, სხვადასხვა ორგანოს მიერ გამოყენებული ინდიკატორები და პროცედურები, უწყებებს შორის კოორდინაციის დონე და საზოგადოებისათვის მონაცემთა ღიაობა. კვლევა მოიცავდა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის კვლევასაც. პროექტის გუნდმა ასევე შეიმუშავა რეკომენდაციები მთავრობის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისათვის და სასამართლოსათვის.