სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან თანამშრომლობით - საქართველოში მოსამართლეთა პროფესიული განათლების სისტემის ანალიზი
ხანგრძლივობა: 02.15.2018 – 04.30.2019
თანხის ოდენობა: $40,515
პროექტის აღწერა: პროექტი მიზნად ისახავდა საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერებას იუსტიციის უმაღლესი სკოლის და მართლმსაჯულების სისტემაში მისი ფუნქციონირების საფუძვლიანი შეფასების გზით. ISFED-მა და IDFI-მ გააანალიზეს სკოლის პროცედურული და ინსტიტუციური გარანტიები და შეისწავლეს სამოსამართლო განათლების სისტემის პირველი ეტაპი. მათ გააანალიზეს სამართლებრივი ჩარჩო, რომელშიც მოქმედებს სკოლა და ისიც, თუ როგორ ურთიერთქმედებაშია იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან. პროექტის გუნდმა შეისწავლა მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის და სწავლების საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება. საბოლოო ანგარიშის გარდა პროექტმა ასევე შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომელსაც დაეფუძნა დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულების კოალიციის ადვოკატირება.