კონსტიტუციის 42-ე მუხლი - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების გადაწყვეტილებების (საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულებასა და სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით) აღსრულების გაუმჯობესება ადვოკატირებისა და კვლევების გზით
ხანგრძლივობა: 09.01.2018-12.31.2019
თანხის ოდენობა: $41,082
პროექტის აღწერა: პროექტი მიზნად ისახავდა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობას მართლმსაჯულების სფეროში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების მექანიზმების განვითარების გზით. პროექტის გუნდმა შეისწავლა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების გადაწყვეტილებები, გააანალიზა არსებული საკანონმდებლო ჩარჩო, იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული სამოქმედო გეგმები და ანგარიშები და შეაფასა საპარლამენტო ზედამხედველობის პრაქტიკა საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით. პროექტი ასევე აკვირდებოდა საქმეთა განახლებულ სამართალწარმოებას საქართველოს სასამართლოებში. ამ საქმიანობის შედეგები შეჯამებულ იქნა ანგარიშში, რომელიც მოიცავდა აღსრულების არსებული მექანიზმების ეფექტურობის შეფასებას და მათი გაუმჯობესების რეკომენდაციებს. პროექტის გუნდმა ასევე მიმართა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს წერილობითი კომუნიკაციით. ადგილზე პროექტმა გაუწია იურიდიული დახმარება მოსარჩელეებს და მსხვერპლებს ხუთ საქმეში, რომლებიც გამოძიების და/ან სასამართლო განხილვის ეტაპზე იყო. პროექტის შედეგები წარმოდგენილ იქნა კონფერენციაზე, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ პარლამენტის, იუსტიციის და სასამართლოს წარმომადგენლები.