თავისუფალი უნივერსიტეტი - საქართველოში იურიდიული პროფესიის გაძლიერება სწავლების გზით
ხანგრძლივობა: 12.01.2015 – 02.28.2018
თანხის ოდენობა: $ 98, 256
პროექტის აღწერა: პროექტი მიზნად ისახავდა სამართლის პროფესორებსა და იურისტებში ადამიანის უფლებათა სამართლის ცოდნის დონის ამაღლებას, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე აკადემიური დისკუსიის ხელშეწყობას და პრაქტიკოსი იურისტების, სამართლის სტუდენტებისა და პროფესორების პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, როგორიცაა სამართლებრივი წერა, კლიენტთა კონსულტირება, ადვოკატირება და სწავლება.