კავშირი „საფარი“ - კომპლექსური მიდგომა ქალების და გოგონებისადმი ძალადობის მიმართ
ხანგრძლივობა: 05.15.2017 – 03.31.2020
თანხის ოდენობა: $121,314
პროექტის აღწერა: პროექტი მიზნად ისახავდა ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის პრევენციას და ბრძოლას ოჯახში ძალადობის, ქალთა საკუთრების უფლების დარღვევის წინააღმდეგ, ასევე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ქალთა გენიტალიების დასახიჩრების პრობლემასთან დაკავშირებით. პროექტი მოიცავდა იურიდიული დახმარების გაწევას და სტრატეგიულ სამართალწარმოებას თბილისის, სამეგრელოსა და კახეთის რეგიონებში მცხოვრები ქალებისა და გოგონებისთვის. საჭიროების შემთხვევაში, საფარი ფსიქოლოგიურ დახმარებას სთავაზობდა ძალადობის მსხვერპლებს. საფარის პროექტი ასევე მოიცავდა ცნობიერების ამაღლების აქტივობებს, როგორიცაა სამუშაო შეხვედრები სახელმწიფოს სტრუქტურის წარმომდგენლებთან გენდერული ძალადობის თემაზე.