ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) - მრავალფეროვნებისა და რელიგიათაშორისი დიალოგის ხელშეწყობა, უმცირესობებისა და ქალების გაძლიერება
ხანგრძლივობა: 07.01.2017 – 05.31.2019
თანხის ოდენობა: $67,118
პროექტის აღწერა: პროექტი მიზნად ისახავდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას დისკრიმინაციის პრობლემებთან დაკავშირებით, რომელთაც რელიგიური და ეთნიკური უმცირესობები და საქართველოში მცხოვრები უცხოელები აწყდებოდნენ. ამ მიზნით TDI-მ შექმნა უმცირესობათა წარმომადგენლების ფოტო პორტრეტები, დაიწერა საგანმანათლებლო სტატიები რელიგიური და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ, შეიქმნა მულტიმედია პროდუქტები, რომლებიც გადმოგვცემდნენ ისტორიებს უმცირესობების წარმომადგენლების ცხოვრებისეული სირთულეებისა და დისკრიმინაციული დამოკიდებულებების შესახებ. TDI-მ ასევე შექმნა სოციალური მედია პლატფორმა სახელწოდებით „მრავალფეროვნების სახეები“. პლატფორმის საშუალებით მოხდა სისტემური პრობლემების, მათ შორის რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების დისკრიმინაციული გამოცდილების და პრეცედენტული საქმეების ასახვა.