ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) - მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაძლიერება დისკრიმინირებული რელიგიური თემებისთვის
ხანგრძლივობა: 08.01.2017 – 01.31.2019
თანხის ოდენობა: $115,344
პროექტის აღწერა: პროექტი უზრუნველყოფდა რელიგიური, ეთნიკური და სექსუალური უმცირესობებისათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდას ისეთ პრობლემებთან დაკავშირებით, როგორიც არის არადომინანტი რელიგიური ჯგუფებისთვის რელიგიის თავისუფლების შეზღუდვა, რელიგიური და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია, საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული საკულტო ნაგებობების რესტიტუციის არარსებობა, საკულტო ნაგებობების მშენებლობასთან დაკავშირებული დისკრიმინაციული პრაქტიკა, აზერბაიჯანული ეთნოსის წარმომადგენელი აქტივისტების მიმართ სახელმწიფოს კონტროლის პოლიტიკა, აზერბაიჯანული თემის დაბალი პოლიტიკური წარმომადგენლობისა და ინტეგრაციის პრობლემა, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მუშაობის გაუმჭვირვალობა, ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმისა და დისკრიმინაციის შემთხვევები საჯარო სკოლებში, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების პრობლემა, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა LGBT საზოგადოებისთვის და სახელმწიფოს არაეფექტური რეაგირება სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე. პროექტი მოიცავდა იურიდიულ კონსულტაციებს და სასამართლო წარმომადგენლობას რელიგიური, ეთნიკური და სექსუალური უმცირესობებისათვის თბილისში, ქვემო-ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და გურიაში. EMC-ის პროექტი მოიცავდა ტრენინგებსა და საინფორმაციო შეხვედრებს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების, მედიისა და რელიგიური ლიდერების წარმომადგენლებისთვის, რელიგიური თავისუფლებისა და დისკრიმინაციის საკითხებზე.