ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) - საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ქალების, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის მხარდაჭერა
ხანგრძლივობა: 04.15.2017 – 10.14.2018
თანხის ოდენობა: $99,741
პროექტის აღწერა: პროექტი უზრუნველყოფდა შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში რელიგიური და ეთნიკური უმცირესობებისთვის, ასევე ქალებისთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდას ისეთი პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სახელმწიფოს არასათანადო რეაგირება ოჯახში ძალადობის, ფემიციდის ან ადრეული ქორწინების შემთხვევებზე, ასევე სახელმწიფოს არასათანადო რეაგირება ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების მიმართ ან გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტებზე. პროექტი სამიზნე ჯგუფებისთვის უზრუნველყოფდა სამართლებრივ კონსულტაციებს და წარმომადგენლობას თბილისში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლსა და კახეთში, ასევე სტრატეგიულ სამართალწარმოებას საქართველოს საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და გაეროს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტში (CEDAW).