შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA) - სიმართლე მართლმსაჯულების ფარდის მიღმა

ხანგრძლივობა:  06.01.2016 – 03.15.2017

თანხის ოდენობა:   $28,940

პროექტის აღწერა: პროექტი მიზნად ისახავდა სასამართლო სისტემის ინსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერას. ამ მიზნის მისაღწევად კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის სიღრმისეულად შეისწავლა სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები. პროექტს ახორციელებდა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის წევრი სამი ორგანიზაცია - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, საქართველო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი. შეფასდა 2012 წლის შემდგომ პერიოდში განხორციელებული რეფორმების გავლენა სასამართლო სისტემაზე. პროექტის ფარგლებში ასევე განიხილეს სისტემაში არსებული არაფორმალური მმართველობის სამართლებრივი და სოციოლოგიური მიზეზები. კვლევა შეეხო ინსტიტუციურ პრობლემებს, რომელთა გადაჭრა მნიშვნელოვანია მოსამართლეთა დამოუკიდებლობისა და ობიექტურობის უზრუნველსაყოფად. ეს საკითხებია მოსამართლეთა დამოუკიდებლობის საკანონმდებლო გარანტიები, მოსამართლეებთან კომუნიკაციის სტანდარტები, დანიშვნისა და შეფასების სისტემები, სასამართლოების თავმჯდომარეები, სადისციპლინო კოლეგია და პალატა, მოსამართლეთა კონფერენცია. პროექტის შედეგად მომზადებული ანგარიშში გაანალიზებულია სასამართლოს სისტემის გამოწვევები, რომელთაც გავლენა აქვს მოსამართლეთა დამოუკიდებლობასა და ობიექტურობაზე. ასევე მოცემულია რეკომენდაციები ამ პრობლემების მოსაგვარებლად. კოალიცია ანგარიშის შედეგებს და რეკომენდაციებს დაეყრდნო ადვოკატირების პროცესში. კვლევამ ასევე მიაწოდა ინფორმაცია მთავრობას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს რეფორმების განხორციელების მიზნით.

USAID
Top of Page