საუბარი გაიმართა 2020 წლის 29 მაისს
ირაკლი კოპალიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლეა 2015 წლის მაისიდან. მოსამართლეობამდე აქვს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, მთავრობის კანცელარიში, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და კონტროლის პალატაში მუშაობის გამოცდილება. ირაკლი კოპალიანს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ჩაბარებული აქვს პროკურატურის მუშაკთა, ადვოკატთა საკვალიფიკაციო, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა საკვალიფიკაციო გამოცდები, ხოლო 2012-2013 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი, რის შედეგადაც გამწესდა მოსამართლედ.
J-Talks შესახებ
საქართველოში სააპელაციო სასამართლოები 1999 წლის 15 მაისს ჩამოყალიბდა. მას შემდეგ, ამ დღეს მოსამართლის პროფესიული დღე აღინიშნება. ოფიციალურად, 15 მაისი მოსამართლის დღედ 2003 წელს პრეზიდენტის ბრძანებულებით გამოცხადდა. საზოგადოებაში სასამართლოსა და ინდივიდუალური მოსამართლის როლის გამოსაკვეთად და მოსამართლის პროფესიული დღის აღსანიშნავად, მაისში USAID/PROLoG მხარდაჭერით ფეისბუქზე ონლაინ საუბრების სერია J-Talks (Judges Talks) მოეწყობა. სხვადასხვა სასამართლოს მოსამართლეები, თავიანთი განსხვავებული გამოცდილებით მსმენელის წინაშე ისაუბრებენ მათ მიერ განვლილ გზაზე და კანონის უზენაესობის დამკვიდრებაში მოსამართლის როლზე. ეს აქტივობა გაგრძელებაა მოსამართლეთა შეხვედრების სერიისა, რომელიც USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით 2019 წლის მაისიდან სამართლის სკოლის სტუდენტებთან იმართებოდა.