შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

PROLoG შესახებ

EWMI-PROLoG

 

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) 2015 წლის 2 აპრილს ნიუ-იორკში დაფუძნებული, არაკომერციული ორგანიზაცია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ხუთ წლიანი პროექტით დააფინანსა, რომელიც ითვალისწინებს ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების ხელშეწყობის ახალი პროგრამის  „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) განხორციელებას. პროექტის მიზანს წარმოადგენს მართლმსაჯულების გაძლიერება სამართლიანობის უზრუნველყოფის, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის და ადამიანის უფლებების დაცვის გზით. პროექტი ორიენტირებულია კანონის უზენაესობის კუთხით არსებული ძირითადი გამოწვევების აღმოფხვრაზე და მართლმსაჯულების და კანონის უზენაესობის სფეროში მიმდინარე იმ რეფორმების ხელშეწყობაზე,  სადაც არსებობს შესაბამისი პოლიტიკური ნება ან/და სამოქალაქო საზოგადოების ინტერესი. PROLoG გააუმჯობესებს სამართლებრივ გარემოს ჯეროვანი პროცედურების გამოყენების გზით და დახვეწავს მათ აღსრულებას. 

PROLoG შედგება ოთხი ქვე-მიზნისგან: 

 

1. ადამიანის უფლებებისა და სამართლიანობის დაცვის კუთხით სამართლებრივი გარემოს გაძლიერება. EWMI დაეხმარება პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებს, პარლამენტს და იუსტიციის სამინისტროს, ასევე სხვა წამყვან სახელმწიფო ინსტიტუციებს ისეთი სამართლებრივი გარემოს შექმნაში, რომელიც ხელს შეუწყობს უფრო დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნას და გააუმჯობესებს შესაბამისი სამართლებრივი გარანტიების დაცვას, საქართველოს მიერ საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე ნაკისრი ადამიანის უფლებების ვალდებულებების  შესრულებას და გაზრდის ქალებისა და უმცირესობების მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობას;

2. მართლმსაჯულების სისტემის ძირითადი ინსტიტუტების - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს (HCOJ), იუსტიციის უმაღლესი სკოლის (HSOJ), სასამართლოების, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) - მართველობის სისტემის გაუმჯობესებას;

3. საქართველოში იურიდიული პროფესიის წარმომადგენლების შესაძლებლობების განვითარება საუნივერსიტეტო იურიდიული განათლების გაძლიერებით, პრაქტიკული ტრენინგის და მოქმედი მოსამართლეებისა და ადვოკატებისთვის მეტი განგრძობადი იურიდიული განათლების შესაძლებლობების შეთავაზების გზით;

4. მოწყვლადი მოქალაქეებისთვის, კონკრეტულად კი ქალების, ეთნიკური და სექსუალური უმცირესობებისთვის, მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. ამ კომპონენტის მნიშვნელოვანი ნაწილი თბილისის გარეთ, რეგიონებში განხორციელდება.  

PROLoG განაგრძობს USAID-ის წინა კანონის უზენაესობის პროგრამის, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის (JILEP) წარმატებას, რომელსაც ასევე ახორციელებდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI), კონკრეტულად კი იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან, იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან, იუსტიციის სამინისტროსთან და იურიდიული დახმარების სამსახურთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მათ შორის კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის წევრ ორგანიზაციებთან, თანამშრომლობის გზით.  

EWMI კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში პროგრამის იმპლემენტაციის მიზნით განაგრძობს თანამშრომლობას: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან, საერთაშორის გამჭვირვალობა - საქართველოსთან, კავკასიის კვლევის რესურს ცენტრთან, ადამიანის უფლებების ადვოკატირების ევროპულ ცენტრთან, LexisNexis; სამართლის ჩრდილო-დასავლეთ სკოლასთან; და ვოშბურნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლასთან. აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი ასევე გასცემს გრანტებს იმ პარტნიორ ორგანიზაციებზე, რომლებიც მუშაობენ ადამიანის უფლებების დაცვაზე და კანონის უზენაესობის ხელშეწყობაზე საქართველოში.


Top of Page