ანა ჯობავა

ანას აქვს საერთაშორისო განვითარების მხარდამჭერ პროგრამებში მუშაობის თხუთმეტწლიანი გამოცდილება. წლების მანძილზე ის უძღვებოდა პროექტებს და აქტივობებს, რომელთა მიზანი სამოქალაქო საზოგადოების, ეკონომიკური განვითარებისა და პროფესიული განათლების მხარდაჭერაა. ამ გამოცდილების შედეგად ანამ შეიძინა უნარები, რომლებიც უკავშირდება ტექნიკური დახმარებისა და საგრანტო პროგრამების დაგეგმვასა და განხორიცელებას. მისი სპეციალიზაციაა გრანტების მართვა, მათ შორის საგრანტო კონკურსების პირობების შემუშავება, განაცხადების შეფასება, დაფინანსებული პროექტების პროგრამული მონიტორინგი და შედეგების შეფასება.
ანას აქვს მაგისტრის ხარისხი პოლიტეკონომიასა და სამართალში.
ის მუშაობს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტში 2011 წლიდან, ჯერ პროექტ JILEP-ის ფარგლებში, 2015 წლიდან კი USAID/PROLoG-ში.