ეკატერინე ლორთქიფანიძე

ეკატერინეს საქმიანობის ძირითადი მიმართულება იურიდიული პროფესიის, მათ შორის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის და სახელმწიფო იურიდიული დახმარების სამსახურის შესაძლებლობების გაზრდისა და თვითმმართველობის განვითარებისკენ მიმართული საქმიანობის კოორდინირებაა. იგი ასევე პასუხისმგებელია კომერციული სამართლის კომპონენტის ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობებზე.
ეკატერინეს აქვს ხანგრძლივი გამოცდილება პროექტების მართვის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებათა დაცვის, სასამართლო რეფორმის, პროკურატურისა და ადვოკატთა ასოციაციის რეფორმების მიმართულებით. 2016 წლის ნოემბერში USAID/PROLoG-ში მუშაობის დაწყებამდე, იგი მუშაობდა ევროსაბჭოს საქართველოს ოფისსა და ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისიაში.
ეკატერინე ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს ანგლისტიკის სპეციალობით. მას ასევე მინიჭებული აქვს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხი.