შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო
2017
09
აგვ
EWMI/PROLoG-ის მხარდაჭერით იურიდიული დახმარების სამსახურის მანდატის გაფართოებისა და ადვოკატთა შეფასების სისტემის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

2017 წლის 4-6 აგვისტოს, EWMI/PROLoG-მა იურიდიული დახმარების სამსახურსა და სასამართლო სისტემის წარმომადგენელთა შორის გამართულ სამდღიან სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა ბორჯომში. შეხვედრის მიზანი იყო  სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე იურიდიული დახმარების სამსახურის მანდატის გაფართოების საკითხის განხილვა და EWMI/PROLoG-ის მიერ ორგანიზებული საბაზისო კვლევის ძირითადი მიგნებების გაცნობა, რომელიც კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC-საქართველო) განახორციელა. კვლევა მიზნად ისახავდა მანდატის გაფართოებასთან დაკავშირებული სირთულეების გამოვლენას და სასამართლო სისტემასთან მჭიდრო თანამშრომლობით, მათი გადაჭრის გზების მოძიებას. პირველ დღეს იურიდიული დახმარების საბჭოს და მენეჯმენტის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს, რათა შეემუშავებინათ პოზიცია მანდატის გაფართოების საკითხებზე და განესაზღვრათ ის თემები, რომლებსაც მომდევნო დღეს მოსამართლეებთან განიხილავდნენ. მეორე დღეს შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო 30 მოსამართლემ თბილისიდან და რეგიონებიდან. CRRC-საქართველოს წარმომადგენლებმა  მარიამ კობალაძემ და დიმიტრი გუგუნავამ საბაზისო კვლევის ანგარიშის ძირითადი მიგნებები წარმოადგინეს.

ვრცლად
 
2017
09
აგვ
EWMI/PROLoG მხარს უჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს მეათე საზაფხულო სკოლას ბათუმში

24 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით, ბათუმში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ორგანიზებით,  გაიმართა მეათე ყოველწლიური საზაფხულო სკოლა საკონსტიტუციო და ადამიანის უფლებათა სამართალში. საზაფხულო სკოლა მიმართულია მომავალი იურისტების ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებისკენ საკონსტიტუციო და ადამიანის უფლებათა სამართალში და დღესდღეობით მიჩნეულია საქართველოში ადამიანის უფლებათა ხელშეწყობის ყველაზე ეფექტიან საშუალებად. საზაფხულო სკოლის 28 მონაწილეს საშუალება ჰქონდა მიეღო ცოდნა დარგის წამყვანი ექსპერტებისგან და გაეცნოთ კოლეგები. საზაფხულო სკოლა მოიცავდა დინამიურ სავარჯიშოებს და აქტიურ დისკუსიებს თეორიულ საკითხებსა და პრაქტიკულ საქმეებზე.  საზაფხულო სკოლაში განხილული თემები მოიცავდა სამოსამართლეო კონტროლის სხვადასხვა მოდელებს,  სისხლის სამართლის პროცესში გამოსაყენებელ საკონსტიტუციო და საერთაშორისო სტანდარტებს, გამოხატვისა და რელიგიის თავისუფლებას და საერთაშორისო კონვენციების გამოყენების საკითხებს ეროვნული სასამართლოების მიერ. სტუდენტები შეირჩნენ კონკურსის წესით, რომელიც მოიცავდა როგორც ინგლისური ენის ტესტირებას ასევე გასაუბრებას. ბათუმში საზაფხულო სკოლის დაწყებამდე მონაწილეებს შეხვედრები ჰქონდათ საქართველოს პრეზიდენტსა და სახალხო დამცველთან, რათა გაცნობოდნენ ამ ორი ინსტიტუციის როლს საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განვითარების პროცესში. სტუდენტები ასევე შეხვდნენ USAID-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს, ტომას მორისს, რომელმაც მოკლედ მიმოიხილა საქართველოში USAID-ის მუშაობა კანონის უზენაესობის ხელშეწყობის მიმართულებით. 

ვრცლად
 
2017
28
ივლ
EWMI/PROLoG მხარს უჭერს საჯარო ლექციას რასობრივი დისკრიმინაციის თემაზე

24 ივლისს, EWMI/PROLoG-ის მხარდაჭერილმა ადამიანის უფლებათა მიმართულების ხელმძღვანელმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, თამარ გურჩიანმა უმასპინძლა საჯარო ლექციას თემაზე რასობრივ დისკრიმინაციასთან ბრძოლა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სამართლებრივ სისტემებში. ლექციას ასევე უძღვებოდა PROLoG-ის საერთაშორისო ექსპერტი ნორსვესტერნის უნივერსიტეტიდან, ბრიჯიტ არიმონდი. პროფესორმა არიმონდმა ისაუბრა რასიზმის ისტორიაზე აშშ-ში, რასიზმთან ბრძოლის სამართლებრივ მექანიზმებსა და მის გამოცდილებაზე, როგორც სამოქალაქო უფლებების ადვოკატისა, აშშ მოქალაქეების დისკრიმინაციისგან დაცვის მიმართულებით. თამარ გურჩიანმა ისაუბრა არსებულ კანონმდებლობაზე და რასობრივი დისკრიმინაციის შემთხვევებზე საქართველოში. საჯარო ლექციას ილიას უნივერსიტეტის 14 სტუდენტი ესწრებოდა, რომლებმაც სპიკერებს დაუსვეს კითხვები თბილისში მიგრანტების წინააღმდეგ გამართული ბოლოდროინდელი გამოსვლებისა და სხვა საკითხების შესახებ.  

ვრცლად
 
2017
28
ივლ
EWMI/PROLoG-ის ტრენინგი პროფესორებისთვის სასამართლოს მეგობრის პოზიციისა და ჩრდილოვანი ანგარიშების მომზადების შესახებ

22-23 ივლისს, PROLoG-მა ორგანიზება გაუწია ტრენინგს სამართლის სკოლების კლინიკებისა და ადამიანის უფლებათა სამართლის პროფესორებისთვის შემდეგ საკითხებზე: როგორ მოვამზადოთ სასამართლოს მეგობრის პოზიცია (პოზიცია, რომელიც წარდგენილია სასამართლოში ნეიტრალური პირის/ორგანიზაციის მიერ, რომელიც არ წარმოადგენს საქმეზე რომელიმე მხარეს) ეროვნულ სასამართლოებში და საერთაშორისო ორგანოებში წარსადგენად და როგორ ვასწავლოთ აღნიშნული პოზიციის მომზადება სტუდენტებს; ასევე, როგორ მოვამზადოთ გაეროს სახელშეკრულებო ორგანოებისთვის წარსადგენი ჩრდილოვანი ანგარიშები. ტრენინგის მიზანი იყო სამართლის კლინიკებში ადამიანის უფლებათა მიმართულების გაძლიერება და ასევე ადამიანის უფლებების სამართლის კურსებში უფრო მეტი პრაქტიკული ელემენტების ინტეგრირება. ტრენინგს უძღვებოდნენ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, კონსტანტინე ვარძელაშვილი და PROLoG-ის საერთაშორისო ექსპერტი ნორსვესტერნის სამართლის სკოლიდან, ბრიჯიტ არიმონდი. შეხვედრას 14 პროფესორი ესწრებოდა საქართველოს სხვადასხვა სამართლის სკოლიდან. ტრენინგის შედეგად, პროფესორებს უკეთესი წარმოდგენა ექნებათ თუ როგორ ასწავლონ სასამართლოს მეგობრის პოზიციის წერის ტექნიკა, როგორ მოახდინონ აღნიშნული საკითხების ინტეგრირება კლინიკის კურიკულუმში და როგორ გამოიყენონ ეს ინსტრუმენტები სტუდენტების პრაქტიკული უნარების გასავითარებლად. 

ვრცლად
 
სიახლეები...

Top of Page