COVID-19 Response Grants

COVID-19 Response Grants

ადვოკატირების გრანტები

ადვოკატირების გრანტები

Rule of Law and COVID-19

Rule of Law and COVID-19

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი
2021
17
ივნ
ტრენინგი სახალხო დამცველის აპარატის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრისთვის

17 ივნისს, USAID/PROLoG-ის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მოქალაქეთა დისტანციური მომსახურების ცენტრის ოპერატორებისთვის. ტრენინგს უძღვებოდა ექსპერტი დიანა ჩომახაშვილი, რომელმაც შეიმუშავა მოქალაქეთა დისტანციური მომსახურების ცენტრის  სახელმძღვანელო და მომსახურების სტანდარტები. დოკუმენტები მოიცავს მომსახურების ცენტრის სტრუქტურასა და ფუნქციონირების სფეროს, მოქალაქეებთან კომუნიკაციის სტანდარტს, ასევე სატელეფონო შეფერხების და პრობლემური სიტუაციების მოგვარების სტანდარტს. შემუშავებული სახელმძღვანელო პრინციპები გააუმჯობესებს საქართველოს მოქალაქეებთან კომუნიკაციისთვის საჭირო უნარებს.

ვრცლად
 
2021
15
ივნ
PHR-მა ბავშვის ოჯახური ცხოვრების უფლებაზე პრეცედენტული საქმე მოიგო

15 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო - სიღარიბის გამო მინდობით აღზრდაში ბავშვების გადაყვანა და ოჯახთან დაცილება უკანონოდ ცნო და ბავშვებს მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 35,000 ლარი მიაკუთვნა. საქმეს პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) აწარმოებდა USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით.

ვრცლად
 
2021
14
ივნ
იურიდიული დახმარების სამსახური იწყებს პროექტს სახელწოდებით „ვაქციოთ კანონი ყველასთვის ხელმისაწვდომი“

2021 წლის 11 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურმა საკუთარი ინიციატივის „ვაქციოთ კანონი ყველასთვის ხელმისაწვდომი“ პრეზენტაცია გამართა, რაც USAID/PROLoG-სა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით ჩატარდა. ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას, მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობისა და ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად და ისინი კახეთის, იმერეთის, შიდა ქართლისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში გაიმართება.  

ვრცლად
 
2021
11
ივნ
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ მეტად სანდო, გამჭირვალე და ხარისხიანი მართლმსაჯულების სისტემისთვის სამოქმედო გეგმა წარადგინა

2021 წლის 10 ივნისს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ მეტად სანდო, გამჭირვალე და ხარისხიანი მართლმსაჯულების სისტემისთვის საკუთარი  სამოქმედო გეგმა წარადგინა. ღონისძიება USAID/PROLoG-სა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით გაიმართა. მას საერთაშორისო ორგანიზაციების, იურიდიული დახმარების სამსახურის, კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ წარმომადგენლები, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მართლმსაჯულებისა და სასამართლო რეფორმების კომიტეტის, ამავე ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოსა და ეთიკის კომისიის წევრები და კერძო იურისტები ესწრებოდნენ. თავის მიმართვაში დავით ასათიანმა, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ხაზი გაუსვა საქართველოში თანამშრომლობის და ერთობლივი ძალისხმევით მართლმსაჯულების რეფორმის განხორციელების მნიშვნელობას. გიორგი ჭეხანმა, ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა სამოქმედო გეგმა წარადგინა და კითხვა-პასუხის სესიას მოდერაცია გაუწია.   

ვრცლად
 
სიახლეები...

USAID
Top of Page